ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო მკითხველო,

მოგესალმებით გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე.

ჩემი ბრიტანეთში ჩამოსვლა დაემთხვა ორ მნიშვნელოვან თარიღს ბრიტანეთისა და საქართველოსათვის - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 და მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ II დაბადებიდან 90 წლისთავს. და, ასევე რეფერენდუმის ჩემთვის სამწუხარო შედეგ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის შესახებ.

საქართველოს ელჩის რანგში გაერთიანებულ სამეფოში ჩემი უპირველესი ამოცანაა საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვა. ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება  სხვადასხვა სფეროში და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის გაძლიერება  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  პრიორიტეტების მისაღწევად.

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთი დიპლომატიური რთიერთობების ისტორია 1919 წელს დაიწყო, როცა ბრიტანელი დიპლომატი ოლივერ უორდროპი თბილისში იქნა მოვლინებული   ტრანსკავკასიის მთავარ კომისრად. მოხარული ვარ, რომ 2014 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პატივი მერგო ევროპის მინისტრ დევიდ ლიდინგტონთან ერთად საფუძველი ჩამეყარა ფართო თანამშრომლობის ახალი ყოველწლიურ სტრატეგიულ პლატფორმისათვის, რომელსაც  „უორდროპის დიალოგიეწოდა.

საქართველო მრავალსაუკუნოვანი რთული ისტორიის და უნიკალური კულტურის ახალგაზრდა დინამიური დემოკრატია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავაც გარე ძალის მიერ არის ოკუპირებული. შესაბამისად,  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საქართველოს დამოუკიდებლობის,  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერ. ასევე დიდია ბრიტანეთის   წვლილ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში.

ამჟამად, ჩვე ღირსეული პარტნიორები ვართ მრავალ სფეროში, იქნება ეს  მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ნატოსა და სხვა საერთაშორისო მისიების ფარგლებში, თანამშრომლობა  ევროპის ენერგოუსაფრთხოებ ხელშეწყობისათვის (20-წლიანი პარტნიორობა British Petroleum-თან), თუ აქტიური კავშირები ბიზნესის, კულტურისა და განათლების დარგში.

მე და საელჩოს ყველა თანამშრომელი მზად ვართ მუდმივად იყოთ დიალოგში  დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს თანამემამულეებთან და მათთან ერთად ვითანამშრობლოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ჩვენ შევეცდებით უზრუნველყოთ ეფექტური კომუნიკაცია და ვიმედოვნებ, რომ ეს ვებგვერდი დაგეხმარებათ სასარგებლო ინფორმაციის მოძიებაში, მათ შორის საკონსულო  მომსახურების თაობაზე. ჩვენ ასევე რეგულარულად გაცნობებთ საელჩოში დაგეგმილი ღონისძიებების, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ბრიტანელ  პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ