ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 27.02.2017

დღეს 27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

 
განთავსების თარიღი: 20.02.2017

მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს სერ ალან დუნკანს შეხვდა.

 
განთავსების თარიღი: 14.02.2017

14 თებერვალს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი უესტმინსტერის ფონდის პროგრამის უფროს მენეჯერს კრის ლევიკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ფონდის საქმიანობა საქართველოში, მისი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და სამომავლო გეგმები.

 
განთავსების თარიღი: 07.02.2017

2017 წლის 7 თებერვალს ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ენტონის კოლეჯმა უმასპინძლა კონფერენციას, რომელიც უნივერსიტეტში მოქმედ საქართველოს შესწავლის პროგრამას მიეძღვნა.

 
განთავსების თარიღი: 03.02.2017

2017 წლის 2 თებერვალს ლონდონში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართველი ხელოვანის ქეთი კაპანაძის მონოგრაფიის „What is Love“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოსცა გერმანულმა გამომცემლობამ “Verlag Kettler”. რედაქტორია მხატვარი გია ეძგვერაძე. პრეზენტაციაზე მყოფ სტუმრებს სიტყვით საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა მიმართა. 

 
განთავსების თარიღი: 03.02.2017
 
განთავსების თარიღი: 02.02.2017
 
განთავსების თარიღი: 01.02.2017

2017 წლის 1-2 თებერვალს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ბრიტანეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაერთიანებული სამეფოს გამოცდილების გაზიარება.

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      4
5 6 8 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 21 22 23 24 25
26 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ