ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
განთავსების თარიღი: 31.03.2017

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად 30 მარტს, ქ. ლონდონში ევროპის სახლში (Europe House) საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილისა და მალტის უმაღლესი კომისრის ნორმან ჰამილტონის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, სახელით გაიმართა მიღება. 

 
განთავსების თარიღი: 24.03.2017

2017 წლის 24 მარტს, ქ. ჟენევაში  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან”. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანა-სპონსორი გახდა 43 სახელმწიფო.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ - ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე.

 
განთავსების თარიღი: 24.03.2017

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული ემიგრაციის უხუცესის ბატონ ალექსანდრე ბესტავაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ალექსანდრე - საშიკო პაპა -  როგორც მას მოფერებით ეძახდნენ, წელს  110 წლის გახდებოდა. მართალია, მან თავისი ხანგრძლივი ცხოვრების 85 წელიწადი საზღვარგარეთ გაატარა, მას არც ერთი წუთით, არ შეუწყვეტია სამშობლოზე ფიქრი. მას ხშირად უთქვამს საუბრებში, რომ თავისი ბავშვობის ალაგი ესიზმრებოდა და აღსანიშნავია ისიც, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობდა. 

 

 
განთავსების თარიღი: 22.03.2017

ქ. ლონდონში მომხდარ ტერორისტულ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

 
განთავსების თარიღი: 15.03.2017
 
განთავსების თარიღი: 03.03.2017

2017 წლის 3 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მიადგილე დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული კვლევების სამეფო ინსტიტუტში (RUSI).

 
განთავსების თარიღი: 02.03.2017

2017 წლის 2-3 მარტს მიმდინარეობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე, ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და დესპანი კახი ქენქაძე.

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 23 25
26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ