საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
დიასპორა
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
ტრეფიკინგთან ბრძოლა
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობების ისტორია
თანამშრომლობის სფეროები
მნიშვნელოვანი ვიზიტები
ეკონომიკური თანამშრომლობა
სამართლებრივი ბაზა
საკონტაქტო ინფორმაცია
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020 წლის ანგარიში
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020 ანგარიშში ზედიზედ მეხუთედ აისახა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ საელჩო გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისსა და ქვეყნის პარლამენტს რეგულარულად აწვდიდა სამინისტროდან მიღებულ განახლებულ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.
ზემოხსენებულ ანგარიშში, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში რუსეთის გავლენა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებსა და ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე ცალკეა აღნიშნული. ამით ბრიტანული მხარე ადგილზე ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილებისა და პანდემიის დროს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ამასთან, დოკუმენტში საუბარია წამებასა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციაზე და აგრეთვე ხაზგასმულია გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა გაეროს გენერალურ ასამბლეასა და ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციების მიმართ. კერძოდ, ანგარიშის თანახმად:
„საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის ჩარევამ ადგილზე ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული ვითარების შემდგომი გაუარესება გამოიწვია, ადგილობრივი მედიის მხრიდან წამებისა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შესახებ ცნობების ჩათვლით. პანდემიის დროს გადასასვლელი პუნქტების დახურვის გზით გადაადგილების თავისუფლების გაფართოებულმა შეზღუდვებმა მაცხოვრებლებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა. გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა თაობაზე, ხოლო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენლის დაშვების შესახებ წარდგენილ რეზოლუციებს.“
გარდა გაეროს ფარგლებში მიღებული რეზოლუციებისა, ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია საქართველოს მიმართ ბრიტანული მხარის მხარდაჭერა ევროპის საბჭოსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შესაბამის ფორმატებში. კერძოდ, გასული წლის ნოემბერში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ჯეიმს ქლევერლიმ
რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
, ხოლო ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში ბრიტანულმა მხარემ
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების საკითხი
წამოჭრა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020 წლის ანგარიში იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://www.gov.uk/government/publications/human-rights-and-democracy-report-2020
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი