2020 წლის 4 აპრილს კომპანია “Georgian Airways” განახორციელებს ფრენას ლონდონი-თბილისის მიმართულებით.
აღნიშნული რეისი გახლავთ გეგმიური და მასზე კომპანიას ბილეთების ნაწილი გაყიდული ჰქონდა ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ხნით ადრე.
შესაბამისად 4 აპრილის რეისით ისარგებლებენ აღნიშნული მგზავრები, ხოლო დარჩენელი ბილეთები გაიყიდება 3 აპრილს თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან კომპანია “Georgian Airways” ვებ-გვერდზე.
4 აპრილს A9 752 ლონდონი-თბილისის რეისი შესრულდება გატვიკის აეროპორტის სამხრეთ ტერმინალიდან ადგილობრივი დროით 15.15 საათზე.