10 მაისს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანელ ხალხს სატელევიზიო გამოსვლით მიმართა და Covid-19-ის გავრცელების გამო შემოღებული "ლოქდაუნიდან" გამოსვლის გეგმა წარუდგინა.
ბორის ჯონსონის თქმით, გეგმის განხორციელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილდება შემდეგი 5 ტესტი:
1. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სისტემა ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობებით უზრუნველყოფილია;
2. ყოველდღიური სიკვდილიანობა მდგრადად და არსებითად იკლებს;
3. დაავადების გავრცელების ხარისხი იკლებს;
4. არსებობს დამცავი აღჭურვილობის საკმარისი მარაგი;
5. შემოღებულ შეზღუდვებში რაიმე ცვლილება დაავადების პიკის განმეორების რისკს არ ქმნის.
🚨
დაავადების გავრცელების კონტროლის მიზნით, მთავრობა ე. წ. „კოვიდ-განგაშის“ (COVID-alert) სისტემას აამოქმედებს, რომლის მეშვებოთაც, დაავადების გავრცელების ხარისხსა და ახალი ინფიცირების შემთხვევებზე დაკვირვებით, დაავადების გავრცელების დონე განისაზღვრება.
მთავრობის გეგმის პირველი ეტაპია: სახლიდან მუშაობის გაგრძელება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, სამსახურში წასვლა მანქანით, ფეხით ან ველოსიპედით. სოციალური დისტანცირების შესაბამისი წესები ამოქმედდება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. ასევე, 13 მაისიდან უქმდება შეზღუდვა გარეთ სავარჯიშოდ გასვლაზე. სოციალური დისტანცირების წესები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული და მთავრობა აღნიშნული წესების დარღვევისთვის ჯარიმებს გაზრდის.
გეგმის მეორე ეტაპზე, ყველაზე ადრე 1 ივნისიდან, შესაძლოა შეიქმნას პირობები მაღაზიების გახსნისა დაწყებით სკოლებში მოსწავლეთა (პირველი და მეექვსე კლასების) მისაყვანად.
გეგმის მესამე ეტაპზე, ყველაზე ადრე 1 ივლისიდან რომელზეც ქვეყანა ასევე შესაბამისი პროგრესის შემთხვევაში გადავა, შესაძლებელი გახდება რამდენიმე სახის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიისა და სხვა საზოგადოებრივი ადგილის გახსნა.
უცხოეთიდან დაავადების შემოტანის თავიდან აცილების მიზნით, უახლოეს მომავალში მთავრობა გამოცემს ცნობას, რომლის თანახმად, ქვეყანაში საჰაერო გზებით ჩამოსული ყველა პირი სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.
მთავრობის ახალი სლოგანია „იყავი ყურადღებით, აკონტროლე ვირუსი, გადაარჩინე სიცოცხლეები“ (Stay Alert, Control The Virus, Save Lives). 💙
ვრცლად იხილეთ:
https://www.gov.uk/government/speeches/pm-address-to-the-nation-on-coronavirus-10-may-2020?fbclid=IwAR0X-YBWqbhIWID0iY_aISoYWS6hIs055LohShYShlnMgXxAEWh2J6wXPYg 👇: