საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

2020 წლის 1 ივნისიდან გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში განახლდება მოქალაქეთა მიღება საკონსულო მომსახურების გაწევის მიზნით.

მოქალაქეთა მიღება მოხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით შემდეგი ვებგვერდის საშუალებით www.geoconsul.gov.ge.
🔴 

ვიზიტზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: 👇

- მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანმხლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);

- მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე, არც გვიან);

- მოქალაქე არ შეიძლება გამოცხადდეს საკონსულოში მომსახურების მისაღებად, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში Covid19 ვირუსით დაინფიცირებულ პირთან;

- საკონსულოში მომსახურების მისაღებად მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, პირბადე ან დამცავი ფარი);

- მოქალაქე ვალდებულია, საელჩოში შესვლისთანავე გამოიყენოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება;

- მოქალაქე ვალდებულია, მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

- მოქალაქე ვალდებულია, თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით +44 (0) 2073481942.