Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა უსაფრთხოებისა და ინვესტიციების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის „Chartered Institute for Securities & Investment“ (CISI) აღმასრულებელ დირექტორთან ტრეისი ვეგროსთან

მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა უსაფრთხოებისა და ინვესტიციების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის „Chartered Institute for Securities & Investment“ (CISI) აღმასრულებელ დირექტორთან ტრეისი ვეგროსთან, საერთაშორისო მენეჯერთან ხათუნა ელეტსკიხთან და კომპანიის წარმომადგენელთან, გორდონ ედგისთან.
 
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის წარმატებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო.