Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

ავიაკომპანია “British Airways”-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა! 2025 წლის 30 მარტიდან “British Airways” იწყებს საქართველოში პირდაპირ ავიამიმოსვლას

ავიაკომპანია “British Airways”-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა!
2025 წლის 30 მარტიდან “British Airways” იწყებს საქართველოში პირდაპირ ავიამიმოსვლას.
 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ხაზი გაუსვეს პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ და “British Airways”-ის დაგეგმვისა და სტრატეგიის უფროსმა ოფიცერმა, ნეილ ჩერნოფმა.
 
ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია.