ინგლისში საყოველთაო შეზღუდვების (ე. წ. "ლოქდაუნი") გამარტივება გრძელდება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერ მომზადებული გზამკვლევის შესაბამისად ხორციელდება, კერძოდ:
გაუქმდა ღია სივრცეში შეხვედრის მიმართ შეზღუდვების უმრავლესობა, თუმცა ძალაში რჩება არაუმეტეს 30 პირის შეკრების აკრძალვა;
გაიხსნა ბიზნესების უმრავლესობა სტუმართმოყვარეობის დაწესებულებებს შეუძლიათ კლიენტების მიღება დახურულ სივრცეშიც, თუმცა მხოლოდ მაგიდის მომსახურებით;
გაიხსნა ყველა სახის დახურული გასართობის დაწესებულება, როგორიცაა მაგალითად კინოთეატრები და ბავშვების სათამაშო ცენტრები, სასტუმროებისა და ჰოსტელების ჩათვლით, ასევე დახურული სპორტული და სავარჯიშო სივრცეები.