მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) საქართველო ამოღებულ იქნება ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის ე. წ. „წითელი სიიდან“.
შესაბამისად, საქართველოდან მიმავალი ყველა პირი ბრიტანეთის (ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისის) ტერიტორიაზე შესვლას შეძლებს შემდეგი პირობებით:
სრული ვაქცინაციის შემთხვევაში (მხოლოდ ბრიტანეთის მიერ აღიარებული ვაქცინით): გამგზავრებამდე:
· ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა შევსება;
· ჩასვლიდან მე-2 დღეს გასაკეთებელი „PCR“ ტესტის დაჯავშნა.
ჩასვლის შემდგომ:
· ჩასვლიდან მე-2 დღეს „PCR“ ტესტის გაკეთება.
არასრული ვაქცინაციის შემთხვევაში:
გამგზავრებამდე:
· ბოლო 72 საათის განმავლობაში „PCR“ ტესტის გაკეთება საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით;
· ტესტირების სამგზავრო პაკეტის შეძენა, რაც მოიცავს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების დაჯავშნას;
· ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა შევსება 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.
ჩასვლის შემდგომ:
· 10-დღიანი თვითიზოლაცია წინასწარ მითითებულ მისამართზე;
· თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს „PCR“ ტესტის გაკეთება.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აგრეთვე 11 ოქტომბრიდან ბრიტანეთი საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის ფარგლებში გაცემულ კოვიდ-სერტიფიკატებს აღიარებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციისას გამოყენებულია ფარმაცევტული კომპანიების „Pfizer“ და „AstraZeneca“ მიერ წარმოებული ვაქცინა.
ცნობისათვის, ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციების თანახმად, პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გაკეთებული აქვს ფარმაცევტული კომპანიების „Pfizer“, „AstraZeneca“ და „Moderna“ მიერ წარმოებული ვაქცინის ორივე დოზა (ფარმაცევტული კომპანიის „Janssen“ მიერ წარმოებული ვაქცინის შემთხვევაში - ერთი დოზა). ამასთან, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.
ვრცლად: https://www.gov.uk/guidance/travel-to-england-from-another-country-during-coronavirus-covid-19#check-if-you-qualify-as-fully-vaccinated