პრაქტიკა
სამინისტროს სისტემაში სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანია პრაქტიკანტის მომზადების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
საგარეო საქმეთ სამინისტროს სისტემაში პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის:
-
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომლის წლიური აკადემიური მიღწევის ქულა (GPA) უტოლდება 3.0-ს (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
-
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
პირი, რომელიც სწავლობს საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკანტად მიიღება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომართვის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საფუძველზე.
პრაქტიკანტთა მიღება წარმოებს გასაუბრების ფორმით.
სასწავლო პრაქტიკის გავლის ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, სასწავლო პრაქტიკის ვადა შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 45 კალენდარული დღით.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს