ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 8 ივნისიდან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შემოსული ყველა პირი დაექვემდებარება 14 დღიან თვითიზოლაციას.
- თითოეული პირი, ვალდებულია, შესაბამისი ფორმის შევსებით წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი. მათთვის, ვისაც დასარჩენი ადგილი არ აქვს, მთავრობა „შესაბამის სივრცეს გამოყოფს“;
- წესების დამრღვევი პირები მკაცრ სასჯელებს დაექვემდებარებიან. ვინც აღნიშნული ზომების დაცვაზე უარს განაცხადებს, შესაძლოა ქვეყანაში არ შემოუშვან;
- განხორციელდება თვითიზოლაციის წესის დაცვის ადგილზე გადამოწმება;
- ყველა პირი, ვინც ამ საკარანტინო წესს დაარღვევს, შესაძლოა 1000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდეს;
- 14-დღიანი თვითიზოლაციის მოთხოვნა არ ვრცელდება სატვირთო მანქანების მძღოლებზე, სეზონურ აგრო-მუშაკებსა და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო პერსონალზე. გამონაკლისია ასევე ქვეყანაში ირლანდიიდან, ინგლისის სრუტის კუნძულებიდან და მენის კუნძულიდან ჩამოსვლა;
- ე. წ. „საჰაერო ხიდები“ იმ ქვეყნებთან მიმოსვლისთვის, სადაც დაავადების გავრცელება დაბალია, პირველ ეტაპზე არ ამოქმედდება;
აღნიშნული ზომები მათი გამარტივება/გაუქმების შესაძლებლობის განხილვის მიზნით ყოველ სამ კვირაში ერთხელ გადაიხედება.