საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სავიზო რჩევები საგანგებო რეჟიმის დროს ქვეყანაში დროებით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის
დიდ ბრიტანეთში დროებით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ბრიტანული ვიზის მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის 24 იანვრიდან 2020 წლის 31 ივლისის პერიოდში, გაერთიანებულ სამეფოში კანონიერად ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდებათ 2020 წლის 31 ივლისამდე.
პირმა, რომელსაც ეწურება ბრიტანული ვიზის მოქმედების ვადა, უნდა მიმართოს საიმიგრაციო საკითხებზე დახმარების ჯგუფს - Coronavirus Immigration Team. კერძოდ, უნდა შეავსოს შესაბამისი ანკეტა https://gov.smartwebportal.co.uk/homeoffice/public/ho_form.html და დაელოდოს გადაწყვეტილებას, რომელსაც საიმიგრაციო სამსახური ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნის 5 დღის განმავლობაში.
ამასთან, თუ თქვენ უკვე გაგიგრძელდათ ვიზა 2020 წლის 31 მაისამდე, ამ ფორმის ხელახლა შევსება საჭირო აღარ არის; თქვენი ვიზის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელება 2020 წლის 31 ივლისამდე.
https://www.gov.uk/guidance/coronavirus-covid-19-advice-for-uk-visa-applicants-and-temporary-uk-residents?fbclid=IwAR2GXo2_PQwLplsrnNanfNyP4iiuq0koIFiYluB8EV20-f4H6D4pYANUUhA