გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 24 ივლისიდან მხოლოდ ინგლისის მასშტაბით ნიღბის/პირბადის ტარება სავალდებულოა ისეთ დახურულ საჯარო სივრცეებში, როგორიცაა:
· საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
· დახურული სატრანსპორტო ჰაბი (აეროპორტი, რკინიგზისა და ტრამვაის სადგური და ტერმინალი, საზღვაო პორტი და ტერმინალი, ავტობუსის სადგური და ტერმინალი);
· მაღაზია და სუპერმარკეტი (ყველა სივრცე, რომელიც ღიაა საზოგადოებისათვის და სრულად ან ძირითადად სთავაზობს საქონლისა და მომსახურების შეძენას ან დაქირავებას);
· დახურული სავაჭრო ცენტრი;
· ბანკი, სამშენებლო საზოგადოება და ფოსტა (საკრედიტო კავშირების, ხანმოკლე სესხების გამცემი კომპანიები, საანაბრო კლუბები და ფულადი მომსახურების სხვა ბიზნესი).
პირმა ნიღაბი/პირბადე შესაბამის სივრცეში უშუალოდ შესვლამდე უნდა გაიკეთოს და სივრცის დატოვებამდე ატაროს.
ამასთან, ნიღბის/პირბადის ტარება სავალდებულოა „ჯანმრთელობის ეროვნული სერვისის“ (NHS) დაწესებულებებში, როგორიცაა საავადმყოფოები, მზრუნველობის დაწესებულებები და ადგილობრივი კლინიკები.
გარდა ამისა, ნიღბის/პირბადის ტარება აგრეთვე რეკომენდირებულია სხვა სახის დახურულ სივრცეებშიც, სადაც სოციალური დისტანცირების წესის დაცვა რთულია და პირს უცხო პირთან ახლო კონტაქტი უწევს (მაგალითად, საკვების გატანის მომსახურებით სარგებლობა).
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ზემოთჩამოთვლილ კატეგორიებში შემავალ დაწესებულებებს ნიღბის/პირბადის ტარების წესის შესრულების კონტროლისა და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს პოლიციისა და ტრანსპორტის თანამშრომელები მიიღებენ, რაც მოიცავს ჯარიმას 100 გირვანქა სტერლინგის ოდენობით (დაჯარიმებიდან 14 დღეში გადახდის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა განახევრდება და 50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს).
ნიღბის/პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელმძღვანელო და რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.gov.uk/government/publications/face-coverings-when-to-wear-one-and-how-to-make-your-own/face-coverings-when-to-wear-one-and-how-to-make-your-own