საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი საგანელიძემ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
8 აპრილს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი საგანელიძემ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ევროკავშირის ელჩმა, პედრო სერანომ უმასპინძლა.
გიორგი საგანელიძემ ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას.