Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შუასაუკუნეების ქართული უნიკალური ოქროს ჯვრისა და ყელსაბამის გამოფენა

მიმდინარე წლის 12 თებერვალს, საელჩოს ორგანიზებით, ბრიტანეთის მუზეუმში გაიმართა შუასაუკუნეების ქართული უნიკალური ოქროს ჯვრისა და ყელსაბამის გამოფენა (special viewing), რომელსაც ესწრებოდნენ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები და მოზარდები.
 
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა, ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი სერ მარკ ჯონსი და გამოფენის კურატორი, რეიჩელ კინგი. მოსულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ჯვრისა და ყელსაბამის ისტორიის შესახებ. გარდა ამისა, დამსწრე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ სხვა ქართული არტეფაქტების შესახებ, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.