Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

მაკა ბოჭორიშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

2025 წლის 30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების საკოორდინაციო ოფისის (DCO) რეგიონულ დირექტორთან, გვი იეპ სონთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე,  პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე. 

საუბარი შეეხო განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს,  განსაკუთრებით აღინიშნა  რეგიონალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის  კუთხით არსებული გეგმები  და ამ თვალსაზრისით გაერო-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.  


ხაზი გაესვა მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელებაში ორგანიზაციის მხარდაჭერას და საქართველოს ხელისუფლების მზაობას  აქტიურად ითანამშრომლოს  აღნიშნული მიზნების იმპლემენტაციის პროცესში, მათ შორის  „გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ხელშეკრულების“  შემუშავების საკითხზე. 

ყურადღება ასევე დაეთმო  რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ  ვითარებას.

გაერო-ს წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან.