Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

სააგენტომ - „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო SSON – GBS ღონისძიებაში

14-16 ოქტომბერს, ქ. ლონდონში სააგენტომ- „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო SSON – GBS ღონისძიებაში, რომელიც ფოკუსირებული იყო გლობალური ბიზნეს სერვისების (GBS) სექტორზე და აერთიანებდა ინდუსტრიის ლიდერებს, პოლიტიკოსებს და პოტენციურ ინვესტორებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქმეთა დროებითი რწმუნებული, დესპანი გიორგი საგანელიძე, უფროსი მრჩეველი, ნუნუ მოსიაშვილი და სააგენტოს- “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, თორნიკე ზირაქიშვილი.

საქართველოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კომპანიებთან. სტენდზე წარმოდგენილი იყო ინვესტიციების განხორციელებისთვის ქვეყნის სტრატეგიული უპირატესობების, კერძოდ: ქვეყნის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს, კვალიფიციური მუშახელის და კონკურენტული საგადასახადო სისტემის შესახებ ინფორმაცია.