დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართა ყოველწლიური შეხვედრა საქართველოს თემაზე
12 მარტს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართა ყოველწლიური შეხვედრა საქართველოს თემაზე.
შეხვედრაზე ელჩმა, სოფიო ქაცარავამ მიმოიხილა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა. ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თემთა და ლორდთა პალატის წევრები.