Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ბრიტანეთის თანამეგობრობის სახელმწიფო მინისტრთან, სტივენ დაუთისთან

18 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ბრიტანეთის თანამეგობრობის სახელმწიფო მინისტრთან, სტივენ დაუთისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა.
 
მინისტრმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა.