საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, არსენიო დომინგესთან
22 თებერვალს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, არსენიო დომინგესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობაში. ხაზი გაესვა საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებს.
ასევე, განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.