1 მარტს, ლონდონში „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი” გაიმართა
1 მარტს, ლონდონში „საქართველოს საინვესტიციო ფორუმი” გაიმართა. ღონისძიება გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აწარმოე საქართველოში ხელშეწყობით ჩატარდა.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოქმედი წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, ასევე საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კორიდორის როლის წარმოჩენას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გაცნობას, მათ შორის განახლებადი ენერგიის, აგრობიზნესის, უძრავი ქონების, ტურიზმის მიმართულებებით.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმის სპონსორია „საქართველოს ბანკი“.