Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სოფიო ქაცარავამ, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა ქ. ბრისტოლსა და ქ. ნიუპორტში

საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სოფიო ქაცარავამ, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა ქ. ბრისტოლსა და ქ. ნიუპორტში.
 
სოფიო ქაცარავა შეხვდა ქ. ნიუპორტის მერს რეი მოგფორდს, ქ.ბრისტოლის ლორდ-მერს ენდრიუ ვარნის, ქ. ბრისტოლში საქართველოს საპატიო კონსულს დერეკ პიკაპს, ნიუპორტი-ქუთაისის ასოციაციისა და ბრისტოლი-თბილისის ასოციაციის წევრებს.
 
ელჩმა ხაზი გაუსვა ქ. თბილისსა და ქ. ბრისტოლს, ასევე, ქ. ქუთაისსა და ქ. ნიუპორტს შორის დაძმობილების მრავალწლიან ისტორიას და ორმხრივ თანამშრომლობას კულტურის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროებში.