გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა.
გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ გაერთიანებულ სამეფოში ახლად დანიშნული საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სოფიო ქაცარავა.
სოფიო ქაცარავა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დაინიშნა 2020 წლის აპრილში.
იგი გახლდათ 2016-2019 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე საქართველო-გაერთიანებულ სამეფოს შორის "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" საპარლამენტო განზომილების თავმჯდომარე.
სოფიო ქაცარავას 2016 წელს დედოფალი ელისაბედ II-ის მიერ მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ჯილდო (MBE) ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.
2005 წლიდან 2016 წლამდე სოფიო ქაცარავა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში საქართველოში.