ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრაში
1 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში არსებული ვაჭრობის კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრაში.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის საკითხი. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ბრიტანეთის ბაზარზე დაშვებასა და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის წახალისებას, ქართველი ექსპორტიორების და საექსპორტო პროდუქციის ბრიტანეთის ბაზარზე დაშვების გამარტივებას.