Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის მონაწილეობა შუა დერეფნის კონფერენციაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ კოლეგებთან - თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ელჩებთან, ასევე, კასპიის პოლიტიკის ცენტრის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), მსოფლიო ბანკის, UK Export Finance, TheCityUK-ის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო შუა დერეფნის კონფერენციაში.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე და შუა დერეფნის განვითარების კუთხით საქართველოს როლზე.