Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

ელჩმა ილია დარჩიაშვილმა "London Caspian Connectivity Conference: Growth and Resilience“ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 30 ივნისს, ქ. ლონდონში გამართულ „London Caspian Connectivity Conference: Growth and Resilience“-ზე, რომელიც ორგანიზებული იყო “Caspian Policy Center”-ის მიერ, მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა.
 
აღნიშნული მაღალი დონის კონფერენცია აერთიანებდა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საფინანსო ორგანიზაციებისა და პოლიტიკის სფეროს გავლენიან ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მსჯელობა რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხების შესახებ.
საქართველოს ელჩთან ერთად, პანელურ სესიაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ გაერთიანებულ სამეფოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.