Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯულია ჰოგეტთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯულია ჰოგეტთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო და საფინანსო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ამასთანავე, ელჩმა მასპინძელ მხარეს გაუზიარა საქართველოს მდგრადი ეკონონომიკური განვიარების პარამეტრები და შედეგები.
 
ასევე, განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ერთობლივად მოძიების აუცილებლობა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომის მნიშვნელობას და ამასთან დაკავშირებით ლონდონის საფონდო ბირჟის როლს, როგორც საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში, ისე კერძო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით.