საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი საგანელიძემ შეხვედრა გამართა ბრიტანეთის პარლამენტში ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან, მარკ პრიჩარდთან
27 თებერვალს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი საგანელიძემ შეხვედრა გამართა ბრიტანეთის პარლამენტში ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარესთან, მარკ პრიჩარდთან.
საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და რეგიონულ უსაფრთხოებას. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები.