საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “WTM London 2024” მონაწილეობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “WTM London 2024” მონაწილეობს. გამოფენას ესწრებოდნენ საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და უფროსი მრჩეველი, ნუნუ მოსიაშვილი.
გამოფენის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალების, დაჯავშნის უმსხვილესი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორისაა: Trip Adviser, Bloomberg, National Geographic Traveller, Expedia, British Airways, Easy Jet, Euronews Skyup, Skyscanner, Wanderlust და სხვა.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს და საქართველოს უნიკალური ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად კარგი შესაძლებლობაა.
უფრო ვრცლად: https://gnta.ge/ge/wtm-london-2024-gnta/