Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ Times Higher Education-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, Times Higher Education-ის კვლევების მიმართულების დირექტორთან, იშან კადერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევის პრაქტიკაში განხორციელების კონკრეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
 
როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, ქართულ-ბრიტანული ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი, რომელიც Times Higher Education-ის კვლევის შედეგების მიხედვით და ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით შემუშავდა, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაძლიერების კონკრეტულ აქტივობებს ასახავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართულ-ბრიტანული კავშირების გამყარებას განათლების სფეროში.
 
მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანია, რომ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საქართველოში მაღალი ხარისხის ბრიტანული განათლება და კვალიფიკაცია ადგილზე მიიღონ. სწორედ ამიტომ სამინისტრო ყველა პირობას ქმნის ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევის ეფექტიანი განხორციელებისთვის.
 
თავის მხრივ, Times Higher Education-ის კვლევების მიმართულების დირექტორმა დადებითად შეაფასა ტრანსნაციონალური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
 
სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი, ზაზა ფურცელაძე და საელჩოს მრჩეველი, ნინო შამუგია ესწრებოდნენ.
 
Times Higher Education-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევა, რომლის მიხედვითაც ტრანსნაციონალური განათლების გზამკვლევი შემუშავდა.