ისტორიკოს ბეტანი ჰიუს დოკუმენტური ფილმის - "Treasures of Georgia" ჩვენება
29 აპრილს, ლონდონში "Royal Geographical Society"-ში, საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ ისტორიკოს ბეტანი ჰიუს დოკუმენტური ფილმის - "Treasures of Georgia" ჩვენებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ფილმის ჩვენების შემდეგ, დისკუსია გაიმართა საქართველოს მდიდარი ისტორიის, კულტურისა და ფილმზე მუშაობის შთაბეჭდილებების შესახებ.