Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი ქ.ბრისტოლში

7-8 ნოემბერს, საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი არჩემაშვილი და მრჩეველი ნინო შამუგია, სამუშაო ვიზიტით ქ. ბრისტოლში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქ.ბრისტოლის ლორდ-მერთან, ჰენრი მიქალატთან, ლორდ-ლეიტენანტ პიჩის გოლდინგთან, ქალაქის საბჭოს ლიდერთან, ტონი დეირთან და საქართველოს საპატიო კონსულთან, დერეკ პიკაპთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ორხმრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები და აღინიშნა ქ. თბილისსა და ქ. ბრისტოლს შორის დაძმობილების მრავალწლიანი ისტორია.
საქართველოს საპატიო კონსულის, დერეკ პიკაპის ორგანიზებით, გაიმართა ყოველწლიური "ქართული დღე", რომელსაც ქ. ბრისტოლის მერიის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.