Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

არჩევნები 2020: გაერთიანებულ სამეფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

ძვირფასო მოქალაქეებო, აღნიშნულ გვერდზე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით. 

უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.

საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით, ასევე, საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც დგანან საკონსულო აღრიცხვაზე და რაღაც პერიოდის შემდეგ შეიცვალეს სახელი/გვარი და არ მიუმართავთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და საკონსულო დაწესებულებებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე ხელახალი დაყენების მიზნით, უნდა გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო მიზნებისთვის განმეორებით უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე შეცვლილი სახელით და გვარით მ.წ. 10 ოქტომბრის ჩათვლით.

აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:  https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზია +44 7872 064830. 

საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება.

საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის ვადიანი/მოქმედი პასპორტი ან  პირადობის მოწმობა (ID card).