Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს, რწმუნებათა სიგელები გადასცა

4 ივნისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილმა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს, რწმუნებათა სიგელები გადასცა და ოფიციალურად შეუდგა IMO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შესრულებას.

ელჩმა ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ მიმართულ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ ქართველი მეზღვაურების განათლების, პროფესიული მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობაზე.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას და განაგრძობს საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.