საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი საგანელიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) საქართველოსა და ფილიპინების რესპუბლიკას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდ
12 თებერვალს, საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი საგანელიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) საქართველოსა და ფილიპინების რესპუბლიკას შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.
მემორანდუმს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა და ფილიპინების რესპუბლიკის საზღვაო ადმინისტრატორმა, სონია ბ. მალალუანმა (Ms. Sonia B. Malaluan) მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს საზღვაო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ტექნიკური დახმარების აღმოჩენას, ინფორმაციის გაცვლას და საზღვაო სფეროს განვითარების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ფილიპინები მსოფლიოს 10 ქვეყანას შორისაა, როგორც მსხვილი გემთმშენებელი სახელმწიფო, დიდი გამოცდილებითა და ისტორიით. UN Trade and Development - ის 2023 წლის მონაცემების თანახმად, ფილიპინების რესპუბლიკის საზღვაო დროშის ქვეშ ჯამში 2,207 გემი დაცურავს, რომლის დედვეიტი 6 მილიონია. ფლოტის ნახევარზე მეტი (3.5 მილიონი dwt) - ფილიპინური კომპანიების მფლობელობაშია.