Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

საქართველოს მწერალთა სახლმა 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით მონაწილეობა მიიღო

საქართველოს მწერალთა სახლმა 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით მონაწილეობა მიიღო.

წიგნის ბაზრობისთვის მწერალთა სახლის მიერ შემუშავებული პროგრამის მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ახალი საქმიანი ურთიერთობის ხელშეწყობა წარმოადგენს. კონცეფცია აიგო ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს ფიგურის ირგვლივ და წარიმართება დევიზით - „აღმოაჩინე ქართული საიდუმლო, ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს...“, რომლის მიხედვითაც შემუშავდა პროგრამული ნაწილი და მომზადდა სტენდის დიზაინი.
 
პროგრამა ითვალისწინებს ქართველი გამომცემლების, ავტორებისა და წიგნების წარდგენას, ასევე შემოქმედებით აქტივობებს. ლიტერატურულ ნაწილთან ერთად წარმოდგენილი იქნება საბალეტო პერფორმანსი, მუსიკალურ ნომერი, აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს.
 
ბაზრობის პირველ დღეს, ეროვნული სტენდი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე, საქართველოს საელჩოს, გაერთიანებულ სამეფოში ქართული დიასპორის, მწერალთა სახლის წარმომადგენლები, გამომცემლები და მოწვეული სტუმრები.
 
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პროფესორ დავით მაზიაშვილის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიას ეძღვნება. პრეზენტაციაზე მარიამ ალექსიძის საბალეტო დასმა წარმოდგენა გამართა.
 
ლონდონის წიგნის ბაზრობა 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და ფრანკფურტის შემდეგ წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობად ითვლება. ის აერთიანებს 25 ათასზე მეტ გამომცემელს, წიგნის გამავრცელებელს, ლიტერატურულ აგენტსა თუ მედიის წარმომადგენელს და ხელს უწყობს საგამომცემლო სფეროს განვითარებას, საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის პროცესს, სხვადასხვა ქვეყნების კულტურების დაახლოებასა და ინტეგრაციას.