დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი გაიხსნა.

სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის წარმომადგენელმა, ანგლიკანური ეკლესიის წმინდა მაცხოვრის ტაძრის ვიკარმა, წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციუსმა, აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.
საქართველოს საელჩო გამოხატავს მადლიერებას ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოცხადებული თანაგრძნობისა და თანადგომისთვის.