Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო - British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა

31 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა ავიაკომპანია British Airways-მა დაიწყო ოპერირება - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. შედეგად, დღეიდან  ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით  დაუკავშირდნენ. 

ავიაკომპანია British Airways ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ფრენის დროს საქართველოდან ბრიტანეთამდე და პირიქით. 

British Airways-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა, ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ხნის ოპერირების ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ British Airways-ი კომპანია American Airlines-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის - OneWorld-ის თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით  მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა SkyTeam-ის და Star Alliance-ის შემდეგ. British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმარულებით დაფრინავს, ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ტრანზიტული ფრენებით ისარგებლონ  ლონდონის გავლით - ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. 

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას წინ უძღვოდა ინტენსიური მოლაპარაკებები ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით წარმატებით დაასრულა.