ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია easyJet-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოვიდა - დღეს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ბრიტანულმა ავიაკომპანია easyJet-მა პირველი რეისი შეასრულა. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან იფრენს. პირდაპირი ფრენები ჟენევისა და მილანის მიმართულებითაც იწყება და კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.
ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა, რომელიც 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
easyJet-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას წინ ხანგრძლივი, ინტენსიური მოლაპარაკებები უძღვოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა მონაწილეობით.
საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო, ბრენდული ავიაკომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ტურიზმის სექტორის გაძლიერებას.