Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში

საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის დაჯილდოება.

30 იანვარს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივით, საქართველოს საელჩოში გაიმართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის დაჯილდოება საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

დაჯილდოების ცერემონიაზე თამარ ბერუჩაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მიმოიხილა ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები, ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ საპარლამენტო დიპლომატიაზე და ამ კუთხით ჯონათან ჯანოგლის განსაკუთრებულ წვლილზე. ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის საქმიანობასა და საქართველოსადმი განსაკუთრებულ მხარდაჭერას. თამარ ბერუჩაშვილმა ჯონათან ჯანოგლის გადასცა სიგელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ხელმოწერით.

თავის მხრივ, ბრიტანელმა პარლამენტარმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს დაჯილდოებისთვის და მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს მუშაობა, რომ საქართველოს თემა მუდამ იყოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დღის წესრიგში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯონათან ჯანოგლის ოჯახის წევრები, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საგარეო და თანამეგობრობის ოფისის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს საელჩოსა და ლონდონში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.